10 თებერვალი, 2017
დარღვეული გაქვთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი? ანანასის ნაყენი აჩქარებს ცხიმების წვას
გარდა იმისა, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ის შეიძლება სიმსუქნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს.

ამ პრობლემის მოგვარებაში შემოთავაზებული რეცეპტი დაგეხმარებათ, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი ანანასი დაგჭირდებათ. მოამზადეთ სასმელი ანანასისგან და დაიბრუნეთ სასურველი წონა.

ანანასი აჩქარებს ცხიმების წვას. ერთ კვირაში ხუთი კილოგრამის დაკლებას შეძლებთ.

დაგჭირდებათ ერთი დიდი სურნელოვანი ანანასი და 0,5 ლიტრი არაყი.

ჯაგრისის დახმარებით ანანასი კარგად გარეცხეთ, ისე, რომ ქერქი გლუვი და სუფთა იყოს. მოაჭერით ფოთლები და ქვედა ნაწილი. ანანასი კანიანად დააქუცმაცეთ კომბაინის
დახმარებით ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

მიღებულ მასას დაასხით არაყი, ჰერმეტულად დაახურეთ თავზე და მაცივარში შედგით.

მიღების წესი:

მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე. შეგიძლიათ ძილის წინაც დალიოთ. არ გაწყენთ იმ შემთხვევაშიც, თუ ზედმეტად ცხიმიან საკვებსაც დააყოლებთ.

ეს პროპორციები - დიდი ანანასი და 0,5 ლიტრი არაყი - დაახლოებით ერთ თვეს გეყოფათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS