09 თებერვალი, 2017
ბურახი – აჩერებს თმის ცვენას და აშორებს ქერტლს
მართალია, ახლა გამაგრილებელი სასმელები ნაკლებაქტუალური თემაა, მაგრამ ალბათ, მაინც საინტერესო იქნება შეგახსენოთ, რა სასარგებლო თვისებები აქვთ მათ. ამჯერად ბურახის სასიკეთო თვისებებს გადავავლოთ თვალი.

ბურახი სამკურნალო და ამასთანავე შესანიშნავი გამამხნევებელი სასმელია. მას სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს ამინმჟავებიდან დაწყებული, ძვირფასი ნახშირწყლებით დამთავრებული. ბურახი არ არის კალორიული. მისი ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე 30-44 კკალორიაა, ამიტომ თავისუფლად შეიძლება მისი გათანაბრება ხილის წვენთან. ბურახი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და ასკორბინის მჟავათი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ რძემჟავა
ბაქტერიები საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და იმუნურ სტატუსს ამაღლებენ.

დადებითი თვისებები:

1.
ეხმარება ნაწლავების პერისტალტიკას და მის ნორმალიზაციას.

2. შეიცავს ვიტამინების ფართო სპექტრს, რომელიც გაციებისგან გვიცავს.

3. ორგანიზმზე ყავის ან მაგარი ჩაის ტოლფასი მატონიზებელი მოქმედება აქვს.

4. გამოიყენება კოსმეტიკური მიზნით. მაგალითად, თმის ცვენისა და ქერტილის დროს. თავის დაბანის შემდეგ შეგიძლიათ თმაზე
გადაივლოთ ჭვავის ბურახი, შემდეგ წყლით ჩაომიბანოთ. ასეთი პროცედურა კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.

უკუჩვენება: ბურახი უკუნაჩვენებია კუჭის წყლულისა და მაღალი მჟავიანობის გასტრიტის, ალერგიული დაავადებების დროს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
სად არის მერე ბურახი? მაღაზიაში რაც იყიდება, ჩამოსხმული, ცარიელი ქიმიაა...
21:02 / 09-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS