09 თებერვალი, 2017
მასტოპათია - მინდვრის შვიტა დაგეხმარებათ საფრთხის თავიდან აცილებაში
სხვადასხვა კლასიფიკაციის ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის განვითარებას შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდეს.

მასტოპათიის შემთხვევაში მკურნალობის გადადება დაუშვებელია, კარგი იქნება, თუ საკუთარ ორგანიზმს სამკურნალო ბალახებითაც დაეხმარებით.

2 სუფრის კოვზ ხმელ დაქუცმაცებულ მინდვრის შვიტას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში ოცი წუთით. დალიეთ მეოთხედი ჭიქა სამჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. შეგიძლიათ, ერთი კვირით შეისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეოროთ.

20 გრამ ხმელ დაქუცმაცებულ შვიტას დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ნახევარი საათით
გააჩერეთ თერმოსში. დალიეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ორი კვირაა.

შეგიძლიათ, ერთი კვირით შეისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეოროთ.

2 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ. დალიეთ თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ერთ კვირას გრძელდება, შეგიძლიათ, ერთი კვირით შეისვენოთ და გაიმეოროთ.

როგორც წესი, ხალხური მეთოდებით მასტოპათიის მკურნალობას სამი ეტაპი მაინც სჭირდება.
შვიტით მკურნალობისას რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ წიწიბურა, ლობიო, ბარდა. ამ პროდუქტებში შემავალი B ვიტამინი დაგიცავთ უარყოფითი ეფექტებისგან.

ორსულებისთვის ამგვარი მკურნალობა დაუშვებელია!

გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, კანის ანთებითი პროცესი გვერდით მოვლენებზე მიუთითებს, მკურნალობა მაშინვე უნდა შეწყვიტოთ.

გაითვალისწინეთ: ნებისმიერ შემთხვევაში, ბალახებით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS