09 თებერვალი, 2017
ყავა და კონიაკი – დაიბრუნეთ ლამაზი და ჯანმრთელი თმა
ყავა არა მარტო სასიამოვნო სასმელია, დღეს მას კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ იყენებენ. გერმანელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ის სასიკეთოდ მოქმედებს თმაზეც. ამიტომაც როდესაც სურნელოვან ყავას მოხარშავთ, ნალექს ნუ გადააქცევთ, ის თმის მოსავლელი შინაური რეცეპტებისთვის გამოგადგებათ.

ყავის ნალექი

მოადუღეთ მაგარი ყავა, სითხე გადაღვარეთ, დარჩენილი ნალექი თმის ძირებში შეიზილეთ, შეიფუთეთ პოლიეთილენით და 30-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტაროთ.

ყავა და გვირილის ნაყენი

ერთმანეთში აურიეთ ყავის ნალექი და გვირილის ნაყენი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი და მიღებული
მასა თმაზე წაისვით. ნახევარი საათის შემდეგ, ჩვეულებრივ, შამპუნით ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი თქვენს თმას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს.

ყავა და კონიაკი

ნიღაბი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მშრალი და დაზიანებული თმა აქვს.

ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი ორთქლის აბაზანაზე გაათბეთ, დაუმატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი დაფქული ყავა და კარგად აურიეთ. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი და შეიზილეთ თავის კანში. მეორე ნაწილი წაისვით თმაზე, მთელ სიგრძეზე. თავი კარგად შეიფუთეთ. გაიჩერეთ ერთი საათით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS