09 თებერვალი, 2017
ბავშვის ინტელექტუალური განვითარებისთვს საჭირო პირველი პროდუქტი დასახელდა
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თევზის ხშირი გამოყენება დადებითად მოქმედებს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე.

თევზი ხელს უწყობს ახალი უჯრედების გამრავლებას და აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თევზს ბავშვის ინტელექტუალური განვითარება შეუძლია. ზღვის პროდუქტებში შემცველ ცხიმოვან მჟავებს, ომეგა-3 - ნერვული სისტემის განვითარებაზე საკეთილდღეო ეფექტი აქვს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ თევზი დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავს, რაც ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა.

ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა პიქშა, ვირთევზა, კამბალა, ლოქო, სკუმბრია.

ექსპერტები იმაზეც მიუთითებენ, რომ თევზი ბავშვის ორგანიზმში ახალი უჯრედების გამრავლებას უწყობს ხელს,
ხოლო A და D ვიტამინები ძვლოვანი სისტემის პრობლემებისგან იცავს.

როგორც ექიმი-დიეტოლოგი ელენა ტიხომიროვა გვამცნობს, ნივთიერება, რომელსაც შეიცავს თევზი, ადამიანის ტვინისა და ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ნამდვილად ახდენს.

"შემიძლია გითხრათ, რომ თევზი ნამდვილად ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ზიანის მომტან ნივთიერებებს პრაქტიკულად არ შეიცავს. მისი მიღება მართლაც დიდ გავლენას ახდენს როგორც ინტელექტუალურ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე. თევზი მხოლოდ სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, ამიტომ თქვენს ფიგურაზე უარყოფითად არ აისახება. თევზი ასევე სასარგებლოა ძვლებისთვის. პროდუქტი სასარგებლოა სისხლძარღვებისთვისაც, ადაბლებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, დადებითად აისახება იმუნურ სისტემაზე. საერთოდაც უნივერსალური პროდუქტია" - ამბობს ტიხომიროვა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS