კუჭ-ნაწლავს დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმში მობინადრე პარაზიტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ნაწლავებში იყრის თავს და საფრთხეს უქმნის საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის და პარაზიტებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
აი, ზოგიერთი მათგანი:
ნიორი

ცნობილია, რომ ნიორი ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს, პარაზიტებსა და კიბოს. ნიორი შეგიძლიათ მომზადებულ კერძებს ან გახეხილი სახით მწვანე ჩაის დაუმატოთ.
მიხაკი

დარიჩინი
აბზინდა

აბზინდას ხალხურ მედიცინაში ძირითადად ნაწლავის ჭიების მოსაშორებლად იყენებენ. თუმცა სამეცინიერო კვლევებიც ადასტურებს, რომ მას კიბოს უჯრედების განადგურებაც შეუძლია. მას იყენებენ ანორექსიის, უძილობის, ანემიის, უმადობის, მეტეორიზმის, მუცლის ტკივილების, სიყვითლის და კუჭის აშლილობის სამკურნალოდ.
ბეგქონდარა
ბეგქონდარა ასტიმულირებს თიმუსს, ძირითად იმუნურ ჯირკვალს ორგანიზმის იმუნურ სისტემაში, ანუ აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალას. ამ მცენარის ზეთი კლავს კუჭ-ნაწლავში მობინადრე პარაზიტებს.
ნედლი ბეგქონდარას ფოთლების გამოყენება ნებისმიერ კერძში შეგიძლიათ.
შავი კაკალი

ნიგოზი და შავი კაკლის მწვანე გარსი კარგად წმენდს სისხლს და ნაწლავებს. შავი კაკლის ნაჭუჭი სოკოს ინფექციების საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა. მწვანე გარსის წვენს კი ნაწლავების პარაზიტებისგან გასაწმენდად იყენებენ. კარგია კაკლის ნაჭუჭის სპირტიანი ნაყენიც.
სოფიო ბულაური