რეცეპტი გამოგადგებათ ბავშვებისთვისაც. თუ ბავშვს ყელის ტკივილი და ხველება აწუხებს, თამამად გამოიყენეთ ეს რეცეპტი.
ინგრედიენტები:
2 საშუალო ზომის მწიფე ბანანი.
2 სადილის კოვზი შაქარი ან თაფლი.
400 მილილიტრი ადუღებული წყალი.
მომზადების წესი:
მწიფე ბანანები ხის კოვზით კარგად გაქენით, ვიდრე ფაფისებურ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ თაფლი ან შაქარი და კვლავ კარგად აურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი,
გაითვალისწინეთ: თუ თაფლის გამოყენებას გადაწყვეტთ, ის მომზადებულ მასას სულ ბოლოს დაუმატეთ, როცა გაგრილდება.
გამოყენების წესი:
უპირველეს ყოვლისა, ყოველდღე ახალი წამალი უნდა მოამზადოთ. მომზადებული მასა მიიღეთ 4-ჯერ დღეში (დაახლოებით 100 მილილიტრი).
რამდენიმე დღეში ხველება გაივლის.
სოფიო ბულაური