03 თებერვალი, 2017
ებრძვით ზედმეტ წონას - მიირთვით სალათა "ფანტაზია"
თუ ზედმეტ წონას ებრძვით და შიმშილის გძნობას ვერ იკლავთ, ეს სალათა საუკეთესო გამოსავალია. მისი მირთმევის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით არ შეგაწუხებთ და რაც მთავარია, საჭირო ვიტამინებით მოგამარაგებთ.

250 გრამი ვაშლი.

300 გრამი მოხარშული ნიახური.

1 სტაფილო.

100 გრამი დაბალკალორიული არაჟანი.

თხილი.

კუბიკებად დაჭრილი ნახევარი ფორთოხალი.

მომზადების წესი:

ვაშლი, სტაფილო და მოხარშული ნიახური წვრილად გახეხეთ, კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ დაქუცმაცებული თხილი, მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი და მარილი, მოასხით არაჟანი და მორთეთ დაჭრილი ფორთოხლით.

მიირთვით ეს სალათა
როგორც კი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ. სასურველ წონას მალე დაიბრუნებთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS