03 თებერვალი, 2017
სტაფილო - როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე 7 წლით
სტაფილო, როგორც ცნობილია, უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მასში უხვად შემავალი ბეტაკაროტინი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. ბეტაკაროტინი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ხშირად ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, რევმატოიდული სრთრიტის, პარკინსონიზმის განვითარების მიზეზი ხდება.

იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სტაფილოს რეგულარული გამოყენება ადამიანის სიცოცხლეს 5-7 წლით ახანგრძლივებს. ერთი საშუალო ზომის სტაფილო ორგანიზმს А ვიტამინის დღიური ნორმით ამარაგებს.

სტაფილო სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. მოხარშული სტაფილო გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე უმი.

გახეხილ ან ორთქლზე მომზადებულ სტაფილოს აუცილებლად დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი ან არაჟანი
- ეს А ვიტამინის უკეთ ათვისებას უწყობს ხელს.

ბეტაკაროტინის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა, კენჭები ნაღვლისა და საშრდე ბუშტში და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

სტაფილოს გამოყენების რამდენიმე მეთოდი:

სტომატიტის დროს პირის ღრუში სტაფილოს ახალგამოწურული წვენი გამოივლეთ. სტაფილოს წვენი ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს და აჯანსაღებს ღრძილებს.

დამწვრობისა და ჩირქოვანი იარების დროს დაზიანებული მონაკვეთი ახალგამოწურული სტაფილოს წვენით მოიბანეთ. ასევე მოიქეცით მოყინვის შემთხვევაშიც. სტაფილოს წვენსა და ფოთლებს იყენებენ კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც.

ფარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის სამკურნალოდ ერთმანეთში აურიეთ ერთი ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და რძე. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-ჯერ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS