ნებისმიერ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია გავარკვიოთ რის ჭამა შეიძლება ნაშუაღამევს და რის - არა.
უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ვახშამი ზედმეტად ნოყიერი არ უნდა იყოს.
ვახშმის შემდეგ მაშინვე დასაძინებლად ნუ წახვალთ.
დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საუკეთესო ვარიანტია, თუ დაწოლამდე 3-4 საათით ადრე ივახშმებთ. დაძინებამდე ერთი საათით ადრე კი შეგიძლიათ, ერთი ჭიქა კეფირი ან რძე დალიოთ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც
ერთი ჭიქა კეფირი. მასში უხვადაა ცილები და კალციუმი, ასევე, კეფირი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე.
მიირთვით რძეში მოხარშული მარცვლეულის ფაფა. რძე დაძინებაში დაგეხმარებათ.
მიირთვით მიკროტალღურ ღუმელში შემწვარი ვაშლი, სასურველია, ზემოდან დარიჩინი მოაყაროთ ან თაფლი მოასხათ.
გაგიკვირდება და, საუკეთესო გამოსავალია ინდაურის ხორცი. თუ გვიან ღამით გიწევთ ჭამა, მიირთვით ინდაურის ხორცის სენდვიჩი.
მიირთვით თხილეული. მაგალითად, 10 ცალი ნუშის თხილი არა მარტო შიმშილის გრძნობას მოგიკლავთ, არამედ თქვენს ორგანიზმს B ჯგუფის ვიტამინებითა და მაგნიუმით მოამარაგებს.
შეგიძლიათ, აგრეთვე, არჩევანი ხილზე შეაჩეროთ. თუ ნაყინი გიყვართ, ბანანი ამოავლეთ იოგურტში და საყინულეში შეინახეთ. როცა გვიან ღამით შინ დაბრუნდებით, შიმშილსაც მოიკლავთ და ნაყინის ჭამის ცდუნებასაც უფრო ადვილად გაუმკლავდებით.
სოფიო ბულაური