02 თებერვალი, 2017
დეტოქსბალიშები - დაიცავით თავი ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემებისგან
დეტოქსბალიშები პირველად იაპონიაში გამოიყენეს. ლაპარაკია სპეციალურ ბალიშებზე, რომლებსაც ძილის წინ ფეხისგულებზე იწებებენ. მეორე დღეს თქვენ ნახავთ, რომ საშიში ტოქსინები ორგანიზმიდან გამოიდევნება და სამკურნალო ნივთიერება ფერს შეიცვლის.

დეტოქსბალიშები ეხმარება სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას კიდურებში. ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის გამო ამ უბნებზე სისხლის მიმოქცევა შეფერხებულია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები.

იყიდება მზა დეტოქსბალიშები, თუმცა შეგიძლიათ დამოუკიდებლად, შინაურ პირობებშიც მოამზადოთ.

დაგჭირდებათ:

ხახვი.
ნიორი.
წყალი.
წებოვანი მარლა.
წინდები.

მოზადების წესი:

ხახვი და ნიორი დაჭერით და დროებით
გვერდზე გადადეთ. ჩაასხით წყალი ჩაიდანში, აადუღეთ, ჩაყარეთ მასში ხახვი და ნიორი და კიდევ 10 წუთი ადუღეთ.

შემდეგ მოხარშული მასა ამოიღეთ გაანაწილეთ წებოვან მარლაზე და მიიკარით ფეხისგულებზე. ჩაიცვით წინდები.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS