31 იანვარი, 2017
ნიახური – დაეხმარეთ ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელების პროცესს
ნიახური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. მას ზედმეტი წონის წინააღმდეგ საბრძოლველადაც იყენებენ.

თუ ნიახურს რეგულარულად მიირთმევთ, აუცილებლად გაგიუმჯობესდებათ ნივთიერებათა ცვლა, ნიახური ასევე აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს უჯრედებზე.

სამკურნალოდ ნიახური შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც მწვანილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად კი ჭამის წინ ორი სადილის კოვზი ნიახურის წვენი დალიეთ.

რაიმე მკაცრი წესი ან განსაკუთრებული რეცეპტი არ არსებობს. საბედნიეროდ, ჩვენთან შეიძლება, წლის ნებისმიერ დროს მივირთვათ ნედლი ნიახური, ასევე შეგიძლიათ, მცირე ულუფებით ნიახურის ნაყენიც დალიოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS