თუ ზედმეტ წონას ებრძვით, ჭამის წინ ერთი ჭიქა წყალი ან ტომატის წვენი დალიეთ, ეს დანაყრების შეგრძნებას გაგიჩენთ.
გაითვალისწინეთ, რომ წყალიც და წვენიც ერთბაშად კი არ უნდა დალიოთ, არამედ ყლუპებით.
თუკი სადილამდე დიდი დროა დარჩენილი და ძალიან მოგშივდათ, მიმართეთ შემდეგ მეთოდს: დაჭერით ერთი ვაშლი მცირე ნაჭრებად და აუჩქარებლად მიირთვით.
გაითვალისწინეთ, საკვები ნელ-ნელა უნდა ღეჭოთ, რომ ორგანიზმმა დანაყრების პროცესი დროულად აღიქვას და ზედმეტის ჭამა არ მოგიხდეთ.
სოფიო ბულაური