იღლიები
თუ რაღაც მიზეზის გამო დეზოდორანტი ხელთ არ აღმოგაჩნდათ, ბამბის ტამპონზე დაასხით ლისტერინი და წაისვით იღლიებში. ის გაანადგურებს ბაქტერიებს და დაგიცავთ უსიამოვნო სუნისგან.
ფრჩხილის სოკო
ჩაყავით ფეხები ლისტერინში 30 წუთით, ეს დაგეხმარებათ ფრჩილის სოკოს მკურნალობაში, უფრო შორს წასული პროცესისთვის კი შეგიძლიათ ლისტერინს ცოტაოდენი თეთრი ძმარი დაუმატოთ.
ქავილი
წაისვით ლისტერინი კოღოს ნაკბენზე და
დეზინფექცია
დეზინფექციისა და დეზოდორაციისთვის უნიტაზში ცოტაოდენი ლისტერინი ჩაასხით. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სუნი გაქრება, ლისტერინი უნიტაზს მერგალიტისფერ ბზინვარებას შესძენს.
ძაღლებისთვის
რწყილების საწინააღმდეგო ძვირად ღირებული საშუალებების ნაცვლად შეგიძლიათ ძაღლს ლისტერინი წაუსვათ. ის არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, შესაბამისად, არანაირ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ოთხფეხა მეგობარს.
ქერტლი
ბევრმა არ იცის, რომ ლისტერინი ქერტლის საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. უბრალოდ, შეიზილეთ ის თავის კანში, შეიფუთეთ პირსახოცით და წყლით ჩამოიბანეთ.
აკნე
ლისტერინი შეიძლება აკნეს სამკურნალოდაც გამოიყენოთ. წაისვით სითხე პრობლემურ მონაკვეთზე დილით და საღამოს.
კბილის ჯაგრისის დეზინფექცია
ლისტერინი ებრძვის ბაქტერიებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ კბილის ჯაგრისს რამდენიმე საათით ამ სითხეში დატოვებთ.
სანაგვე ვედრო
სანაგვე ვედროს უსიამოვნო სუნი რომ არ ჰქონდეს, დროდადრო ლისტერინი გამოავლეთ.
ტელევიზორისა და კომპიუტერული ტექნიკის ეკრანი
ლისტერინი საუკეთესოდ წმენდს ტელევიზორისა და კომპიუტერული ტექნიკის ეკრანს. ლისტერინი დაასხით რბილ ნაჭერზე და წაუსვით ეკრანს.
სოფიო ბულაური