ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ
დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოში ბიონარკოტიკის ახალი სახეობა შემოვიდა, რომლის მომხმარებელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და ფატალურადაც სრულდება. სპეციალისტთა ინფორმაციით, ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც ეწევიან და ინტრავენურადაც მოიხმარენ, მისი შემცველობა კი ჯერჯერობით უცნობია. მას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ. სპეციალისტების თქმით, ვინაიდან საქმე გვაქვს უცნობ ნივთიერებასთან, გავრცელებული "ნარკანი", რომელსაც ზედოზირების
ეკატერინე ყურაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი: - ეს არის მარილი, რომელიც რამდენიმე წელიწადია, რაც შემოსულია და პერიოდულად იცვლება მისი ფორმულა. შეიძლება ნივთიერების ფორმულიდან ერთი ატომი ამოვარდეს ან მისი გაძლიერების მიზნით რაღაც დაამატონ და უკვე სხვა ნივთიერება მიიღება.
საქმე გვაქვს სინთეტიკურ ნარკოტიკთან, რომელსაც კიდეც ეწევიან, იყნოსავენ და ინტრავენურადაც იკეთებენ. მარილი მეტამფიტამინის მსგავსი ნივთიერებაა და ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც კოკაინს.
- რითი გამოირჩევა ეს სინთეტიკური ნარკოტიკი?
- სიძლიერითა და ტოქსიკურობით. მომხმარებელი მალე ხდება ფიზიკურად დამოკიდებული ("ლომკას" რასაც ვეძახით). ამ შემთხვევაში,
სანამ ადამიანი ფიზიკურ დამოკიდებულებამდე მივა, ფსიქოზი უვითარდება, ხშირია ლეტალური შედეგიც.
- ამ მარილის მომხმარებლები ხშირად მოდიან თქვენთან?
- ზედოზირებით პაციენტები ჩვენთან არ ხვდებიან, სასწრაფო დახმარებას ისინი სხვა დაწესებულებებში გადაჰყავს. აბაზანის მარილი კოდური სახელია, სანამ გაიშიფრებოდა, მანამ ასე მოიხსენიებდნენ. ეს მარილი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ასევე შავიც. იხილეთ სრულად