27 იანვარი, 2017
ნაღვლის ბუშტი - სასარგებლოა თუ არა კოფეინი
ნაღვლის ბუშტის დაავადებებსა და კოფეინზე მსჯელობისას სპეციალისტთა აზრი იყოფა.

ზოგი მიიჩნევს, რომ კოფეინიან ყავას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის რისკი, ზოგი კი არ იზიარებს ამ აზრს.

ზოგმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქალებში კოფეინიანი ყავის გამოყენება ამცირებს ნაღველკენჭოვანი დაავადებების სიმპტომატიკას. ამ გამოკვლევიდან ერთი წლის შემდეგ იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ საშუალო ასაკის მამაკაცებში, პირიქით, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.

ასე რომ, ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება ამ საკითხზე დღემდე არ არსებობს. ამიტომაც სპეციალისტები შემდეგ რეკომენდაციას იძლევიან:

დალიეთ დღეში მხოლოდ ორი ფინჯანი ყავა, კოფეინის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მილიგრამს. კოფეინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, შფოთი, ასევე, უარყოფითად იმოქმედოს ორგანიზმზე მედიკამენტებთან ურთიერთობისას.

სხვათა შორის, ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს თხილეული. არაქისი, ასევე, ნუში და ნიგოზი აუმჯობესებენ ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

ნაღვლის გადმოდინებას ხელს უწყობს თევზის ქონიც, რომელიც მასში შემავალი ომეგა-3-ის წყალობით ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS