ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი
ნიღაბი ეფექტს უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ მოგცემთ: კანი გლუვი ხდება და წვრილი ნაოჭები ქრება. ვიდრე ნიღაბს პირველად გაიკეთებთ, დარწმუნდით, გაქვთ, თუ არა რომელიმე კომპონენტზე ალერგია.
ინგრედიენტები
1 ს.კ ყავის საფქვავში დაფქული მწვანე ჩაი
0,5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
1 ჩ.კ. თაფლი
ცხელი წყალი
აურიეთ მწვანე ჩაი და კაკაო, გააზავეთ წყლით ისე,
დაელოდეთ ვიდრე ნარევი არ შეგრილდება და შემდგომ დაუმატეთ თაფლი.
თუ ნარევი ძალიან სქელი იქნება, კიდევ ცოტაოდენი წყალი ან ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.
ნიღაბი სუფთა, დატენიანებულ კანზე წაისვით და გაიჩერეთ 20 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
წაისვით დამატენიანებელი კრემი.
პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ნიღაბი ყოველ მესამე დღეს გაიკეთეთ, ხოლო ამის შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად, საკმარისი იქნება კვირაში ერთხელ.
ასაკის საწინააღმდეგო ნიღაბს შეგიძლიათ ერთი წვეთი საყვარელი ეთერზეთი, ნატურალური იოგურტი, ლიმონის წვენი ან E ვიტამინის ნაზავი დაუმატოთ.
ეს სასიამოვნო თერაპია შეგიძლიათ კიდევ ერთი სახლის კოსმეტიკური პროცედურით - ყავის ნალექის სკრაბით ჩაიტაროთ.
ანა გარელი