26 იანვარი, 2017
კარტოფილი - დაიბრუნეთ და გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა
კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. ის საუკეთესოდ არბილებს მშრალ კანს, კვებავს მას ვიტამინებითა და მინერალებით, აშორებს ლაქებს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს (ეგრეთ წოდებულ ბატის ფეხებს) თვალების ირგვლივ.

არაჟნიანი ნიღაბი
კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, შემდეგ კანი გააცალეთ და 1 სადილის კოვზ არაჟანთან ერთად გაქენით. მიღებული მასა სუფთა კანზე თანაბრად წაისვით, გაიცერეთ 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ.

ნიღაბი არბილებს მშრალ კანს.

შვედური ნიღაბი
კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, გაფცქვენით, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი რძე, ერთი კვერცხის
გული და კარგად გაქენით. შემოდგით ორთქლის აბაზანაზე 15-20 წუთით. შემდეგ კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთით. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ სახეზე თბილი პირსახოცი დაიფაროთ.

ნიღაბი ქუთუთოებისთვის
ეს ნიღაბი კარგად შველის შესივებულ ქუთუთოებსა და "ტომსიკებს" თვალებქვეშ. რეგულარულად გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
4 სადილის კოვზი წვრილად გახეხილ კარტოფილს დაუმატეთ 4 ჩაის კოვზი რძე და 4 სადილის კოვზი ფქვილი და კარგად აურიეთ. თანაბრად წაუსვით ტილოს ან მარლის ნაჭერს და დაიფინეთ სახეზე.

გაიჩერეთ 10 - 15 წუთით და ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS