გთავაზობთ, სახლის პირობებში მასთან გამკლავების 8 საშუალებას:
1. ლიმონის წვენი
ლიმონის მჟავა მოწვავს კანის მკვდარ ნაწილებს. დაისველეთ ფეხები ლიმონის წვენით და გაიჩერეთ 10 წუთს.
2. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ცნობილია დამატენიანებელი თვისებებით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი ან ლიმონი. აურიეთ ყველაფერი, აქციეთ ერთგვაროვან მასად და წაისვით ქუსლებზე.
3. ვაზელინი
წაისვით ვაზელინი ფეხის ქუსლზე და მასიური მოძრაობით დაიზილეთ, მათ შორის ფეხების
4. შაქარი
მოამზადეთ სკრაბი სახლის პირობებში. აურიეთ ზეითუნის ზეთი და ლერწმის შაქარი. წაისვით ქუსლებზე, განსაკუთრებით დაზიანებულ ადგილებზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
5. თაფლი
ნატურალური თაფლი ფეხის ქუსლების განკურნებასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, რეკომენდებულია ფეხები თაფლიან წყალში გაიჩეროთ. 10-15 წუთის შემდეგ კანი დარბილდება.
6. რძე
რძე A ვიტამინითა და სხვა ნივთიერებებითაა მდიდარი, რაც კანს აჯანსარებს და ჰმატებს ბზინვარებას. გარდა ამისა, შეიცავს რძემჟავას, რაც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ახალი უჯრედების ზრდას. 1 ჭიქა რძეს დაუმატეთ 5-7 ჭიქა თბილი წყალი და გაიკეთეთ ვანები.
7. სეზამის ზეთი
ზეთი შეიცავს E ვიტამინსა და 3 სხვადასხვა მჟავას, აქვს ანტიბაქტერიული თვისება. გაიჩერეთ ფეხები თბილ წყალში 10 წუთს, შემდეგ დაიზილეთ სეზამის სეთით. საუკეთესოა, თუ ძილის წინ გააკეთებთ.
8. კურკუმა
ეს მეთოდი ფეხებს გაგიყვითლებთ, მაგრამ შედეგი დროებით შეღებვად ღირს. ხერხი განსაკუთრებულია სოკოვანი დაავადების შემთხვევაში. 3 სუფრის კოვზ დაფქულ კურკუმას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი და წაისვით ნარევი ქუსლებზე. 20-30 წუთს გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, გამოიყენეთ ნაზი საპონი.
ანა გარელი