ამჯერად შემოგთავაზებთ მარტივ რჩევებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს თვე-ნახევრის განმავლობაში მიიღეთ ფიჭვის თხელი ფისი. დაიწყეთ ერთი გრამი ფისით, მეორე კვირის ბოლოს რაოდენობა 1-დან 5 გრამამდე გაზარდეთ და გააგრძელეთ მკურნალობა. დალიეთ მხოლოდ თბილი წყალი.
კუჭის წყლულის დროს სასარგებლოა უმი კარტოფილის წვენი _ დალიეთ დღეში სამჯერ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
კუწის წყლულის სამკურნალოდ კარგია არყის ხის კვირტებიც: 50 გრამ არყის ხის კვირტებს დაასხით ნახევარი ლიტრი სპირტი, სამი კვირის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20 წვეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შეგიძლიათ დალიოთ შავი მოცხარის წვენი _ დალიეთ 50 მილილიტრი სამჯერ დღეში, ჭამამდე.
სოფიო ბულაური