შემოგთავაზებთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც ფეხის ფრჩხილის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.
ძმრიანი აბაზანები
9%-ანი ძმარი შეათბეთ და 10-15 წუთით ჩაყავით ტერფები. პროცედურის შემდეგ ფეხები მსუბუქად შეიმშრალეთ. ასეთი აბაზანის მიღებისას ფეხზე ჭრილობა ან ნაკაწრი არ უნდა გქონდეთ.
ვაშლის ძმარი და იოდი
იოდი და ვაშლის ძმარი ერთმანეთში თანაბარი პროპორციით აურიეთ, მიღებული ნაზავით დღეში რამდენჯერმე დაიმუშავეთ დაზიანებული ფრჩხილი მანამ, სანამ ზრდის პროცესში დაზიანებული მონაკვეთი
ძმრისა და ზეთის საფენები
ვაშლის ძმარი და ნებისმიერი მცენარეული ზეთი თანაბარი პროპორციით შეურიეთ, მიღებულ ნაზავში ბამბის ტამპონი დაასველეთ, დაზიანებულ ფრჩხილზე დაიფინეთ, ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ და ნატურალური ბამბის წინდები ჩაიცვით. საფენი მთელი ღამით გაიჩერეთ. პროცედურა ჩაიტარეთ მანამ, სანამ ჯანმრთელი ფრჩხილი არ წამოიზრდება.
ძმარი და სტაფილოს წვენი
ძმარი და სტაფილოს წვენი თანაბარი პროპორციით შეურიეთ და მიღებული ნაზავით დაიმუშავეთ არა მარტო დაზიანებული ფრჩხილები, არამედ ირგვლივ კანიც. ეს პროცედურა გაანადგურებს სოკოს ბაქტერიებს და აღადგენს დაზიანებულ კანს.
ძმარი, არაყი და კვერცხი
50 მილიგრამი არაყი და 70%-იანი ძმრის ესენცია, აგრეთვე 3კვერცხის ცილა ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაიმუშავეთ დაზიანებული მონაკვეთი ფრჩხილის სრულ განახლებამდე. მიღებული მასა მაცივარში შეინახეთ.
ძმრისა და დიმეთილფტალატის ხსნარი
თანაბარი პროპორციით აურიეთ ერთმანეთში 70%-იანი ძმარი, დიმეთილპტალატი, ზეთი და კვერცხი. მიღებული მასით დაიმუშავეთ დაზიანებული ფრჩხილები, შეიხვიეთ პოლიეთილენით, ჩაიცვით წინდები და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.
ძმრის თერაპია საკმაოდ ეფექტური მეთოდია ფრჩხილის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ თუ ფართო მონაკვეთი გაქვთ დაზიანებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით ფეხმძიმობისა და იმუნური დაავადებების შემთხვევაში.
სოფიო ბულაური