მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორ ჯორჯ აბელა ამბობს:
"მამაკცებთან შედარებით, ქალებში სიმპტომები მკაფიოდ გამოხატული არ არის. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ აიგნორებენ ქალები სიმპტომებს ან ვერ იგებენ, რომ გულის შეტევა აქვთ".
გთავაზობთ ქალის გულის შეტევის 5 უჩვეულო სიმპტომს:
1. ზურგის ტკივილი -
2. ყბის ტკივილი, რომელიც შესაძლოა კბილის ტკივილში აგერიოთ.
3. გულისრევა და ოფლიანობა. იშვიათად - ღებინება, რასაც ხშირად საჭმლით მოწამვლას აწერენ.
4. მკერდში დისკომფორტის შეგრძნება - აუცილებელი არ არის ტკივილი, ეს შესაძლოა გულის შეკუმშვის შეგრძნებას გიტოვებდეთ.
5. უჩვეულო დაღლილობა - ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი და ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
თუ აქედან რომელიმე მათგანს განიცდით, ნუ გარისკავთ - გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
თუ ფიქრობთ, რომ გულის შეტევა გაქვთ, ექიმისთვის ამის თქმა ნუ მოგერიდებათ, რადგან თუ სიმპტომები უჩვეულოა, შესაძლოა გულის შეტევა გამორიცხონ.
სამწუხაროდ, გულის შეტევა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. კარდიოლოგი ნიკოლ ვაინბერგი შეგახსენებთ:
"ეს შესაძლოა აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანსაც დაემართოს. აუცილებელი არ არის მსუქანი მწეველი იყო, რომელიც მაკდონალდსში იკვებება".
ანა გარელი