24 იანვარი, 2017
როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები
რეცეპტები, რომლებსაც შემოგთავაზებთ, ორგანიზმის დეტოკსიკაციის საუკეთესო საშუალებაა.

ვაშლი და დარიჩინი

ერთი ვაშლი თხლად დაჭერით, დაასხით 500 მილილიტრი სუფთა წყალი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, გააცივეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ეს სასმელი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

ლიმონის წვენი და თაფლი
2 სადილის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი გააზავეთ 200 მილილიტრი თბილ წყალში, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დანის წვერით დაფქული კოჭა.

დალიეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.
ეს სასმელი ასუფთავებს საჭმლის
მომნელებელ სისტემას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და მატებს ენერგიას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS