ყოველდღე რამდენჯერმე 3-5 წუთის განმავლობაში ყელში გამოივლეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. ბოლოს ძილის წინ გამოივლეთ. ყოველი გამოვლების შემდეგ დალიეთ კიდეც 2-3 სადილის კოვზი მიღებული ნაზავი.
ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით აურიეთ ლიმონის წვენი და თაფლი, მიღებული ნაზავი რამდენიმე წუთის განმავლობაში ყელში გამოივლეთ და შემდეგ ჩაყლაპეთ.
ანგინის დროს შეგიძლიათ ყელში შაქრიანი წყალიც გამოივლოთ.
ვისაც ყელში გამოვლება არ შეუძლია, მან შემდეგი რეცეპტი უნდა გამოიყენოს: ჭიქა გაავსეთ
მომენტალური მოქმედება აქვს პროპოლისის სპირტიან ნაყენს: 10 გრამ დაქუცმაცებულ პროპოლისს დაასხით 100 გრამი 70%-იანი სპირტი და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ ერტი დღე-ღამის განმავლობაში.
პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ მარლის მეშვეობით გადაწურეთ, აიღეთ 2 ჩაის კოვზი პროპოლისის სპირტხსნარი, გააზავეთ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ ყელში.
სოფიო ბულაური