10 იანვარი, 2017
არყის ფოთლებისა და ოხრახუშის ნაყენი - როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებას
შეშუპების სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად ექიმთან უნდა დაადგინოთ მიზეზი. ხალხურ მედიცინაში არსებული რეცეპტები კი მკურნალობაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

თეთრი არყის ხის ფოთლების ნაყენს სვამენ გაძნელებული შარდვისას (წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს) და შეშუპების დროს.

ნაყენი: 1-2 სადილის კოვზ ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1-2 საათით და დალიეთ ½-1/3 ჭიქა 3-5-ჯერ დღეში, უმჯობესია ჭამამდე.

ოხრახუშის თესლის (შეიძლება ფესვებიც) ნაყენს სვამენ წინამდებარე ჯირკვლის ანთებისას, ასევე, წყალმანკით, გულისა თირკმლების დაავადებებით გამოწვეული შეშუპების დროს.

შეიძლება მიიღოთ ოხრახუშის ფესვების ფხვნილი
ნახევარი ან ერთი გრამი 3-5-ჯერ დღეში ჭამამდე. ფხვნილს უნდა მიაყოლოთ ადუღებული თბილი წყალი.

ოხრახუშის ფესვების ან თესლის ნაყენი:
1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ სადილის კოვზით ნელ-ნელა დალიეთ დღის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS