ინგრედიენტები:
300 მილილიტრი კეფირი.
2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელები.
1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი.
1 ჩაის კოვზი კაკაო.
5-7 შავი ქლიავის ჩირი.
მომზადების
საუზმე უნდა მოამზადოთ საღამოს და მიირთვათ დილით.
შავი ქლიავის ჩირი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ დაიფაროს, დაგჭირდებათ დაახლოებით 100 მილილიტრი. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 5-10 წუთით.
აურიეთ ერთმანეთში შვრიის ფანტელები, კაკაო და სელის თესლი, დაასხით კეფირი და კარგად აურიეთ. ამოიღეთ ქვაბიდან შავი ქლიავის ჩირი და დაუმატეთ მიღებულ მასას, ისევ აურიეთ და შეინახეთ მაცივარში და მიირთვით დილით.
სოფიო ბულაური