06 იანვარი, 2017
ყურების მასაჟი და ერთი ჭიქა თბილი რძე - მარტივი რჩევები ნაბახუსევისთვის
სადღესასწაულო დღეები და წვეულებები გრძელდება. შემოგთავაზებთ მარტივ რჩევებს, რომლებიც სიმთვრალისა და ნაბახუსევის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

პიტნის სპირტიანი ნაყენი
ერთ ჭიქა ცივ წყალში ჩააწვეთეთ 20 წვეთი პიტნის სპიტიანი ნაყენი და ერთბაშად დალიეთ. სწრაფად გაგივლით სიმთვრალე, თავის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება თავის არეში.

ჩაი
წვეულებაზე წასვლის წინ დალიეთ პიტნის, მწვანე ან შავი მაგარი ჩაი. თუ საშუალებაა, ასეთი ჩაი დალიეთ სუფრასთანაც ან შინ დაბრუნებისას. სიმთვრალე სწრაფად გაგივლით.

ყავა
ვიდრე სმას დაიწყებთ, დალიეთ მაგარი შავი ყავა, დაამატეთ მასში ლიმონის
წვენი ან ლიმონის ნაჭერი. ასევე მოიქეცით ქეიფის დასრულების შემდეგ. სიმთვრალე ნაკლებად შეგაწუხებთ.

გონებაზე მოყვანა
მთვრალს თავზე მოკიდეთ ხელები ისე, რომ თქვენი ხელისგულები მის ყურებს ფარავდეს და სწრაფად და ძლიერად დაუზილეთ ყურები. ასეთი მასაჟი დააჩქარებს სისიხლის მიმოქცევას და სიმთვრალისგან გათიშულ ადამიანს სწრაფად მოიყვანს გონებაზე.

რძე
ნაბახუსევმა ნაკლებად რომ შეგაწუხოთ, დილით უზმოზე ერთი ჭიქა თბილი რძე დალიეთ.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS