06 იანვარი, 2017
ლეღვის ჩირი - მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავი და ნივთიერებათა ცვლა
ლეღვის ჩირი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მასში უხვადაა უჯრედისი , რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და დიდხანს უნარჩუნებს ორგანიზმს ნაყროვანების გრძნობას.

მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს, აგრეთვე, შემაერთებელი ქსოვილის შეხორცებას, განსაკუთრებით სახსრებისა და ძვლების ტრავმების დროს.

ლეღვის ჩირი აძლიერებს სისხლის პლაზმის ანტიოქსიდანტურ აქტივობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, აძლიერებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, ამაღლებს იმუნიტეტს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ზოგადად ხელს უწყობს საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ინგრედიენტები:
20 ცალი ლეღვის ჩირი.
ზეითუნის ზეთი:

მომზადების წესი:
თითოეული ლეღვის ჩირი შუაზე გაჭერით და მოათავსეთ ქილაში. შემდეგ დაასხით იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ დაიფაროს . შედგით მაცივარში და გააჩერეთ 40 დღის განმავლობაში.

აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 5-10 წუთით ადრე, მიირთვით ნახევარი ლეღვი და დააყოლეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი, რომელშიც ლეღვის ჩირი იდო.

ამგვარი მკურნალობა შეგიძლიათ წელიწადში 2-3-ჯერ ჩაიტაროთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS