06 იანვარი, 2017
ტუტე წყალი - დაიცავით თავი კიბოსგან და გაიძლიერეთ იმუნიტეტი
არაჯანსაღი საკვებისა და არაბალანსირებული კვების შედეგად ორგანიზმში იქმნება მჟავა გარემო, რაც იმუნური სისტემის დასუსტების მიზეზი ხდება.

როცა რაიმე მიზეზის გამო ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ირღვევა და მჟავიანობა იმატებს, ამან შეიძლება ჯანმრთელი უჯრედები ტოქსიკურად აქციოს.

რა სიმპტომები ახასიათებს მაღალ მჟავიანობას?
თავის ტკივილი.
ტკივილი მუცლის არეში.
მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.
დაქვეითებული იმუნიტეტი.
ადამიანის ორგანიზმი ძირითადად წყლისაგან შედგება, შესაბამისად, წყლის ph დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

რა გავლენას ახდენს ტუტე წყალი ორგანიზმზე?
ტუტე წყალი კანს ტენიანობასა და ახალგაზრდობას უნარჩუნებს. ასეთი წყლის სმის
შედეგად ადვილად გაუმკლავდებით ზედმეტ კილოგრამებს. ის კარგად წმენდს შინაგან ორგანოებს, განსაკუთრებით სწორნაწლავსა და კუჭს. იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისა და გაციებისგან.
ტუტე წყალი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, რომელიც წარმატებით ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რმლებსაც შეუძლიათ ნაადრევი დაბერება და სხვა უარყოფითი ეფექტები გამოიწვიონ.

ტუტე წყლის რეგულარული გამოყენებით საიმედოდ დაიცავთ თავს კიბოსგან.

როგორ მოვამზადოთ ტუტე წყალი?

ინგრედიენტები:
1 სადილის კოვზი ჰიმალაის მარილი.
2 ლიტრი გაფილტრული წყალი.
1 ლიმონი (წვრილ ნაჭრებად დაჭრილი).

მომზადების წესი:
მინის ქილაში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ლიმონის ნაჭრები და დაუმატეთ ჰიმალაის მარილი. ქილას თავზე დაახურეთ და დადგით ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამის განმავლობაში.

გამოყენების წესი:
დალიეთ 3 ჭიქა ტუტე წყალი ყოველ დილით უზმოზე.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ავიცენა
შენა და...ბორჯომი, ნაბეღლაჩი და ლიკანი არ წავა ტუტედ...? თუ §იმალაის მარილია ამოსაყიდი...? :)
00:09 / 28-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯანსუღ ბაბუნაშვილი
ლიმონი კანიანათ თუ უკანოთ რას ნიშნავს გაფილტრული წყალი? და სად ვიშოვოთ ჰიმალაის მარილი?
21:05 / 13-10-2017
გამოხმაურება / 0 /
დეა
ეს ჰიმალაის მარილი სად იყიდება?
14:51 / 09-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS