06 იანვარი, 2017
კომში - მიირთვით დღეში ერთი ცალი და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა
უძველესი დროიდან დღემდე არაერთხელ დადასტურებულა, რომ ბუნებაში თითქმის ყველა დაავადების წამალი არსებობს. კაცობრიობა დღემდე ეძებს და სწავლობს მათ.

უამრავი ხალხური რეცეპტია, რომელიც ქიმიურ პრეპარატზე უკეთ მოქმედებს.

სასარგებლო ხილს შორის სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთი გამორჩეულია კომში. მასში არის A,c,B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, ნატრიუმი, მიკრო და მაკროელემენტები, რკინა, თუთია, ამინომჟავები, დუბილური და პექტინური ნივთიერებები, ფრუქტოზა, ეთერზეთები, ღვინისა და ლიმონის მჟავა. ცოტა ხილი თუ მოიწონებს თავს ამგვარი მდიდარი შემადგენლობით.

კომში შველის დეპრესიას, ეხმარება ორგანიზმს ანთების, კუჭის, თირკმლების დაავადებების დროს.
ეს სურნელოვანი ნაყოფი აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს, აღადგენს ღვიძლის მუშაობას, კურნავს ანემიას.

გაითვალისწინეთ: ერთ კომშში რკინის ორი დღის ნორმაა. გარდა ამისა, აქვს შარდმდენი თვისება, სასარგებლოა ბრონქიტის, კუჭის აშლის, დამწვრობისა და ანგინის დროს. გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ? მიირთვით ყოველდღიურად ერთი ცალი კომში.

კომშის კანში არის არაჩვეულებრივად სურნელოვანი ეთერზეთი, ამიტომ კულინარიაში კომშის გამოყენებისას მისი კანი არადსროს გადააგდოთ. კანის ნახარში სხვადასხვა კერძში დაუმატეთ - ნატიფ გემოსა და არომატს მისცემს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS