06 იანვარი, 2017
ქიშმიში - დაეხმარეთ გულსა და სისხლძარღვებს
საახალწლოდ ბევრმა დაამშვენა სუფრა ჩირებით. ცნობილია, რომ ჩირი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა ქიშმიში.

ქიშმიში შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოთ სამკურნალოდ.
მასში უხვად არის კალიუმი, მაგნიუმი და ნიკოტინის მჟავა (PP ვიტამინი), ამიტომ დღემდე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შეუცვლელ სამკურნალო საშუალებად ითვლება.
ამავე დროს ქიშმიში ნატურალური ანტიდეპრესანტია, რომელიც უძილობისა და სტრესის შედეგების დაძლევაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით დღესასწაულებზე, თუ ზედმეტად გადაიღალეთ.

პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით რეკომენდებულია წელიწადში 1-2-ჯერ ჩაიტაროთ ქიშმიშის თერაპიის კურსი. ამისთვის:
2 კგ ქიშმიში
(წიპწების გარეშე), გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. ქიშმიშის პირველი კილოგრამიდან 40 ცალი ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. არ დაგავიწყდეთ, ამის შემდეგ პირში წყალი გამოვილოთ, ვინაიდან ქიშმიშში ბევრი შაქარია.

მეორე კილოგრამი ასევე დილით უზმოზე ჭამეთ, მაგრამ ყოველდღიურად კენკრის რაოდენობა 1 ცალით შეამცირეთ. როდესაც ქიშმიშს სრულად მიირთმევთ, კურსიც მაშინ დამთავრდება.

გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად ასევე კარგია თაფლისა და ქიშმიშის (თანაბარი რაოდენობით) ნარევი. მასში შეგიძლიათ გარგარის ჩირი და ნიგოზი დაუმატოთ. ეს სამკურნალო შინაური წამალი ყოველ დილით ჭამეთ.

ძლიერი ხველის, ბრონქიტის და ფილტვების სხვა დაავადებების დროს 100 გრამი ქიშმიში დანით დააქუცმაცეთ, 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 10-15 წუთი დადგით. გაწურეთ და ¼ ნაყენი დღეში 4-ჯერ მიიღეთ. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ქორფა ხახვის წვენი დაუმატოთ.
შენიშვნა! ქიშმიში უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის დროს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS