03 იანვარი, 2017
რით ჯობია ქოქოსის ზეთი კბილის პასტას - რას ადასტურებს ახალი კვლევები
უცხოეთში ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნატურალურ ზეთებს შორის პირის ღრუს მოსავლელად ყველაზე სასარგებლო ქოქოსის ზეთია.

ქოქოსის ზეთი ანადგურებს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს და ბევრად უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ კბილის პასტას.

როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი
ჩაიგუბეთ პირში ერთი კოვზი ქოქოსის ზეთი და 15-20 წუთის განმავლობაში ივლეთ ისე, რომ არ ჩაყლაპოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზეთი გაიჟღინთება პირის ღრუში არსებული ბაქტერიებით. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ზეთი გადმოაფურთხეთ და კბილები კარგად გაიხეხეთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთისგან
მომზადებული კბილის პასტა.

ინგრედიენტები:
½ ფინჯანი ქოქოსის ზეთი.
2-3 სადილის კოვზი საკვები სოდა.
15-30 წვეთი პიტნის ეთერზეთი.

მომზადების წესი:
ქოქოსის ზეთი შეათბეთ და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მოათავსეთ მინის ქილაში და გააგრილეთ.

გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS