29 დეკემბერი, 2016
თაფლი - რა მოხდება, თუ ყოველდღე მიირთმევთ
თაფლი უძველესი დროიდან ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტადაა მიჩნეული. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ფერმენტებს და აქვს დაბერების პროცესის შენელების უნარი.

აი, რა მოხდება, თუ ყოველდღე მიირთმევთ თაფლს.

კანი უფრო სუფთა გახდება
თაფლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ანუ ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ტოქსინების გამოდევნას. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, თაფლი თქვენს კანს უფრო სუფთას გახდის.

ადვილად გახდებით
თაფლში შემავალი შაქარი განსხვავდება იმ შაქრისგან, რასაც ყოველდღე მოიხმართ. კარგი იქნება, თუ ტკბილეულს თაფლით ჩაანაცვლებთ.

მოწესრიგდება შაქრის დონე
მართალია, თაფლი
დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, მაგრამ ფრუქტოზისა და გლუკოზის უნიკალური შეხამება სინამდვილეში ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის რეგულირების საშუალებას აძლევს, ბონუსის სახით კი აქვეითებს ქოლესტერინს.

შემცირდება გულის დაავადებების რისკი
თაფლში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს. თაფლი ანელებს სისხლში ქოლესტერინის ჟანგვის პროცესს, რაც, თავის მხრივ, აფერხებს ინსულტის გამომწვევ პროცესს.

გათავისუფლდებით ტოქსინებისგან
თაფლი და თბილი წყალი თითქმის საუკეთესო კომბინაციაა ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოსადევნად.

გაძლიერდება იმუნური სისტემა
თაფლი დადებიტად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, მთავარია მიირთვათ ნამდვილად ორგანული თაფლი.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS