27 დეკემბერი, 2016
გაწუხებთ კენჭები ნაღვლის ბუშტში, ანგინა, ინფექციური დაავადებები - სცადეთ ეს მარტივი კომბინაცია
ზამთარი საუკეთესო დროა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა გრიპი, გაციება, ინფექციური დაავადებები. საკუთარი ორგანიზმის დახმარება თავად შეგიძლიათ ძალიან მარტივი კომბინაციით: ლიმონი, მარილი, წიწაკა.

ამ ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით იოლად შეძლებთ თავის დაცვას, ყოველგვარი ქიმიური პრეპარატების გარეშე.

ანგინა
აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი და თითო მწიკვი მარილი და შავი წიწაკა და გამოივლეთ ყელში. შეგიძლიათ ძმარიც გამოიყენოთ.

კენჭები ნაღვლის ბუშტში
უბრალოდ, აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი და დალიეთ. ეს ნაზავი ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნისას. ოღონდ აუცილებელია ექიმთან
კონსულტაცია.

კენჭების შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია.

გრიპი, გაციება
დაუმატეთ ლიმონის წვენი ცხელ ჩაიში. შეგიძლიათ ნესტოებში ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონები მოითავსოთ. ამ გზით შეგიძლიათ ცხვირიდან სისხლდენაც შეიჩეროთ.

ზედმეტი წონა
აურიეთ ერთმანეთში ¼ ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და დალიეთ ყოველდღე. შედეგი გაგაოცებთ.

გულისრევა
გულისრევის შესაჩერებლად ერთ ჭიქა წყალში გახსენით ცოტაოდენი შავი წიწაკა, დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და დალიეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS