23 დეკემბერი, 2016
ზეითუნის ზეთი და ბანანი - გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მარტივად და იაფად
ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, აახალგაზრდავებს სახის კანს, აქვს მატონიზებელი და ლიფტინგეფექტი, მოქმედებს მომენტალურად.

ინგრედიენტები:
ნახევარი საღი ბანანი.
1 ჩაის კოვზი დაფქვლი კოჭა ან კოჭას წვენი.
2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ზეითუნის ზეთი (შიძლება ნებისმიერი სხვა).
1 კვერცხის ათქვეფილი ცილა.

მომზადების წესი:
ბანანი ჩანგლით გაქენით, დაუმატეთ კოჭა და ზეითუნის ზეთი. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, ვიდრე თხელი კრემის კონსისტენციას არ მიიღებთ.

გამოყენების წესი:
მიღებული ნაზავი თხელ ფენად წაისვით სახეზე ყელსა და დეკოლტეს არეზე. აცადეთ, ვიდრე გაშრება შემდეგ კიდევ
2-3 ფენა წაისვით. ბოლო ფენა გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით დაალბეთ და თითქმის გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
წაისვით კრემი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ ხოლმე.

თუ კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში გაქვთ, ჩაიტარეთ კურსი - 10 ნიღაბი, ოღონდ თითოეული ყოველი 5-6 დღის შემდეგ.

სოფიო ბულაური

გამოსცადეთ და გაუზიარეთ მეგობრებსაც!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS