22 დეკემბერი, 2016
დაეხმარეთ შინაგან ორგანოებს - მიირთვით ჯანსაღი საკვები
ყოველ დილა-საღამოს სახის კანის, სხეულისა და თმის მოვლა და ჰიგიენის წესების დაცვა ყველა ადამიანისთვის ნორმაა. ძალიან ცოტა უფიქრდება იმას, რომ შინაგან ორგანოებსაც ახასიათებს დაბინძურება და გასუფთავებას საჭიროებენ.
ორგანიზმს თვითგასუფთავების უნარიც შესწევს, ოღონდ იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან შარდგამომყოფი სისტემის მუშაობაში დარღვევებია. ამ დროს შინაგან ორგანოებს დახმარება სჭირდება. თუმცა ამის დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას.

თირკმლები
ტოქსინების მეტ წილს თირკმლები გამოდევნის. ამ ორგანოების დაბინძურებაზე მიუთითებს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ცივი ოფლი, ტკივილი თირკმლების არეში.

თირკმლების დასახმარებლად
კარგი იქნება, თუ უფრო მეტ ხილს მიირთმევთ. ხილი შეიცავს წყალს და კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ თირკმლებიდან წყლის გამოდევნას.

განსაკუთრებით კარგია საზამთრო. ასევე, ახალგამოწურული ნატურალური წვენები.

ღვიძლი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ტოქსინები ჯერ ღვიძლში გდამუშავდება, შემდეგ თირკმლების დახმარებით გამოიდევნება. თუ ღვიძლი სათანადოდ ვერ მუშაობს, მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან ვერ გამოიდევნება, ხვდება სისხლში და მთელ ორგანიზმში ვრცელდება.
ღვიძლის დასახმარებლად მიირთვით რაც შეიძლება მეტი მწვანილი, განსაკუთრებით ოხრახუში და სალათის ფურცლები. აუცილებლად მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს.

ნაწლავები
საკვებში, განსაკუთრებით ნახევარფაბრიკატებში არსებულ კომპონენტთა უმეტესობა ნაწლავების კედლებზე ილექება.
ნაწლავების გასუფთავება შეიძლება ისეთი ბოსტნეულით, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი და ისპანახი. ასევე, თუ გსურთ არა მარტო ნაწლავების გასუფთავება, არამედ გახდომაც, უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი მწვანე ჩაი.

კუჭქვეშა ჯირკვალი
ხშირად ამ ორგანოს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ, არადა სულ ტყუილად. ის აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში.
კუჭქვეშა ჯირკვლის გასასუფთავებლად დილაობით ანანასი ან ციტრუსი მიირთვით. ასევე, В ჯგუფის ვიტამინების შემცველი ბოსტნეული. მაგალითად, ისპანახი, სატაცური, ოსპი.


სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ხოდა
ფული საიდააააააან ფულიიიიიიიი თქვენი დედაც
11:46 / 25-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS