21 დეკემბერი, 2016
რომელ საკვებზე უნდა თქვათ უარი, თუ გრძელი და ჯანსაღი თმა გსურთ
თუ თმის გაზრდა გადაწყვიტეთ, ალბათ უკვე მოიმარაგეთ ახალი მკვებავი საშუალებები და B ჯგუფის ვიტამინები. ახლა კი მოთმინება გჭირდებათ, რადგან თმის გაზრდას დრო სჭირდება. ჩვენ გთავაზობთ საშუალებებს, როგორ შეიმსუბუქოთ დავალება და რომელი პროდუქტები ამოიღოთ რაციონიდან, რათა გრძელი და ჯანსაღი თმა გქონდეთ:

ცხიმიანი თევზი
თევზი, რა თქმა უნდა, შეიცავს ორგაიზმისთვის სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ ყველა თევზი სასარგებლო არ არის. თინუსი და ორაგული შეგიძლიათ დატოვოთ, სკუმბრია კი ამოიღეთ. შეიცავს ვერცხლისწყალს, რომელიც კერატინს ანგრევს - ნივთიერება, რომელსაც თმა შეიცავს.

ტკბილი
შაქარი საზიანოა არა მარტო საჯდომისა და მუცლისთვის, არამედ კანისა და თმისთვისაც. ტკბილი სისხლში ინსულინის რაოდენობას ზრდის, ამას კი მამაკაცური ჰორმონის მომატება მოჰყვება. ეს ჰორმონი ქალის თმის ცვენის მიზეზი ხდება. თმის ფოლეკულები მცირდება, თმა კი ნელა და სუსტი იზრდება.

წვენების დიეტა
ასეთ რაციონში ბევრი შაქარი და ნაკლები ცილაა. შაქრის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ, ცილები კი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რადგან კუნთები მისგან შედგება.

ნაკლებ ცილოვანი პროდუქტები
მათ გარეშე თმა კარგავს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს. ამიტომ პურის პროდუქცია და მაკარონი, რომლებიც მთლიანად ხორბლისგან არ არის დამზადებული, უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ.

A ვიტამინი
თუ ამ ვიტამინს რეგულარულად იღებთ, თმის ზრდის პერიოდში სჯობს შეწყვიტოთ. A ვიტამინი აფერხებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, რაც თმისთვის ცუდია, რამდენადაც ნაკლებად იკვებება და მეტად მტვრევადი ხდება.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS