თუმცა ეს საშუალებას არ იძლევა მაქსიმალურად გამოიყენოთ ლიმონის სასარგებლო თვისებები. წვენის გამოწურვის შემდეგ რბილობსა და კანსი არსებული სუპერმკვებავი ნივთიერებები აუთვისებელი რჩება. ლიმონის ნახარშით კი უდანაკარგოდ მიიღებთ ყველა სასარგებლო ნივთიერებას.
ინგრედიენტები:
6 ლიმონი.
წყალი.
თაფლი.
მომზადების წესი:
ლიმონები შუაზე გაჭერით, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. ადუღეთ სამი წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით და ოდნავ შეაგრილეთ. ამოიღეთ ლიმონები. დალიეთ ერთი ფინჯანი ცხელი ნახარში, შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლიც დაუმატოთ.
ისე კი, შემდეგი გამოყენებისას აუცილებელი არ არის ნახარშის შეთბობა. შეგიძლიათ ის ცივი ჩაის სახითაც დალიოთ. თუმცა, თუ ცივის დალევა არ შეგიძლიათ, რათქმა უნდა, შეიძლება ცოტათი შეათბოთ.
რა შეუძლია ლიმონის ნახარშს:
აძლიერებს იმუნურ სისტემას.
იცავს გაციებისგან.
მატებს ენერგიას.
ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
გამოდევნის ტოქსინებს.
აკონტროლებს рН-ის დონეს.
ასუფთავებს კანს.
აახლებს სუნთქვას.
ხელს უწყობს გახდომას.
გამოგიკეთებთ გუნებას.
ატენიანებს ლიმფურ სისტემას.
ხელს უწყობს შეხორცებას.
სოფიო ბულაური