პირველი ერთი თვის განმავლობაში ხელებს კვირაში სამჯერ ვაშლის ძმრის, წყლისა და თაფლის ნაზავში ყოფდა. ახლა, როცა მდგომარეობა საგრძნობლად შეუმსუბუქდა, ამ პროცედურას კვირაში ორჯერ იმეორებს.
ვაშლის ძმარი სხვა მეთოდითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ:
აბაზანა
შეურიეთ ერთმანეთში ვაშლის ძმარი და წყალი პროპორციით 1:6. მიღებულ ნაზავში ჩაყავით ხელები ან ფეხები. შეგიძლიათ ეს ნაზავი კომპრესის სახითაც გამოიყენოთ მტკივანი უბნებისთვის.
აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. მიღებული ნაზავით დაიზილეთ მტკივანი უბნები.
სამკურნალო სასმელი
აურიეთ ერთმანეთში 3 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და 300 მილილიტრი წყალი ან ნებისმიერი ხილის წვენი - დალიეთ სამჯერ დღეში წამის წინ.
ვაშლის ძმარი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს.
სოფიო ბულაური