ყავაში ჩაყრილი ან რაიმე დესერტზე მოყრილი დარიჩინი, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს გემოს, დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დარიჩინი აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს რაციონში. განსაკუთრებით, თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესება გინდათ.
რისთვის იყენებენ დარიჩინს:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საწინააღმდეგოდ
მიიღეთ ყოველდღიურად ერთი მწიკვი დარიჩინი. დარიჩინი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვებისა და გულის კედლებს. ამცირებს ინფარქტისა ად ინსულტის განვიტარების რისკს. ჰიპერტონიკებს უწესრიგებს წნევას.
გახდომისთვის
ცნობილია, რომ
დარიჩინი, ასევე, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ეს კი სწორედ ის არის, რაც აუცილებელია მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად.
სოკოსა და ბაქტერიების წინააღმდეგ
დარიჩინის ქერქს ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, კლავს სოკოსა და კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს. სწორედ ამიტომ დარიჩინს ხსირად იყენებენ კბილის პასტებისა და პირის ღრუს მოსავლელ სხვადასხვა საშუალებაში.
სოკოს საწინააღმდეგო თვისების გამო მას იყენებენ ვაგინალური სოკოსა და შარდგამომყოფი გზების კანდიდოზის სამკურნალოდ. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია სპრინცირება დარიჩინის ნაყენით. ასევე, შეგიძლიათ დალიოთ დარიჩინის ჩაი.
სოფიო ბულაური