12 დეკემბერი, 2016
ყინული იმუნიტეტს ამაღლებს - გაიკაჟეთ ორგანიზმი
ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა სახის ვირუსი. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში არა მარტო ვირუსთან, ყველაზე სერიოზულ დაავადებებთანაც კი ადვილია ბრძოლა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად მარტივ და ნაცად მეთოდს გვთავაზობენ.

რუსი სპეციალისტები
: ჩაასხით ტაშტში ცივი წყალი, ჩაყარეთ ყინულის ნატეხები და ჩააწყვეთ ფეხები 10-15 წამით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.

ეს საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის გასაკაჟებლად. ამის შემდეგ გრიპი და გაციება ვერაფერს დაგაკლებთ.

ინგლისელი სპეციალისტები:
ყოველდღიურ ცივ შხაპს შეუძლია გაზარდოს თეთრი სისხლუჯრედები, რომლებიც სხვადასხვა
დაავადებასთან ბრძოლაში გვეხმარება.

ცივი შხაპის დროს ორგანიზმი ცდილობს თვითონ გაითბოს საკუთარი თავი, რის შედეგადაც ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე და აქტიურდება იმუნური სისტემა.

გერმანელი სპეციალისტები: ზამთარში ცივ წყალში რეგულარული ცურვის დროს ორგანიზმში მიმდინარე პროცესები აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS