12 დეკემბერი, 2016
დერმატოლოგებმა დაადგინეს, რატომ არის საშიში ყოველდღიური შხაპი
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში ჩაატარა კვლევა, რომელიც ამერიკელთა 90%-თვის სასარგებლო აღმოჩნდა.

მკვლევრები, ყოველდღიური შხაპის სარგებლის გარკვევას ცდილობდნენ.

ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყოველდღიური შხაპი ადამიანს მხოლოდ ზიანს აყენებს და უარყოფითად აისახება კანზე.

პირველი მიზეზი - წყალზე ყველა ნორმალურად არ რეაგირებს და გამოწვეული კანის სიმშრალის გამო, შემდგომ სხვადასხვა დამატენიანებელ კრემებს მიმართავს.

მეორე - საპონი, რომელსაც შხაპის დროს რეგულარულად იყენებთ, აშრობს კანს, რაც შემდგომ ძლიერ ქავილს იწვევს.

დერმატოლოგები გირჩევენ, რომ უმჯობესია სხეული უბრალოდ გამდინარე
წყლით დაიბანოთ, ხოლო სპეციალური ჰიგიენური საშუალებები მხოლოდ ფეხის ქუსლებისა და ინტიმური ადგილების დასამუშავებლად გამოიყენეთ.

მეტიც, ადამიანის კანს თვითწმენდის უნარი აქვს, ამიტომ ერთადერთი სწორი პროცედურა - თვეში ერთხელ პილინგია, რომლის დახმარებითაც მკვდარი უჯრედებისგან განთავისუფლდებით.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS