სპეციალისტები მუდმივად გვახსენებენ, რომ გარეგანი სილამაზე ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
გთავაზობთ სასმელის რეცეპტს, რომელიც ოთხ დღეში თქვენს კანს სუფთასა და გლუვს გახდის, თმას კი ჯანსაღ იერსა და ბზინვარებას დაუბრუნებს.
ეს მოდისა და სილამაზის გურუდ აღიარებული ლუიზა როუ ისკის რეცეპტია. ქალბატონი, რომელიც ყველას ასწავლის როგორ შეინარჩუნონ სილამაზე, ირწმუნება, რომ ეს სასმელი ოთხ დღეში მოგვცემს სასურველ შედეგს.
ინგრედიენტები:
4 ნატეხი ყინული.
ერთი ფინჯანი ოხრახუში.
ერთი ფინჯანი წიწმატი.
1 მსხალი.
1 გათლილი ლიმონი.
მომზადების წესი:
უბრალოდ, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.
ეს სასმელი კლავს შიმშილის გრძნობას, ამიტომ თუ გახდომაც გინდათ, სასურველია დღის მეორე ნახევარში დალიოთ.
ნაოჭების მოსაშორებლად და კანის ჰიდრატაციის გასაუმჯობესებლად უნდა მიირთვათ პროდუქტი, რომელიც კარგ ცხიმებს შეიცავს. მაგალითად, თხილი, ორაგული.
ასევე კარგია ბუნებრივი ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტი: ნესვი, მოცვი, ბროწეული.
სოფიო ბულაური