აფთიაქში ნაყადი ხველების საწინააღმდეგო სიროფების გემო ბევრს არ სიამოვნებს, ამასთან ხშირად სასურველი ეფექტიც არა აქვთ. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ხალხურ საშუალებებს მიანიჭებთ უპირატესობას. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც უმტკივნეულოდ და სწრაფად მოგიხსნით ხველებას.
კომპრესი ხველების სამკურნალოდ
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი თაფლი.
1 ჩაის კოვზი ფქვილი.
1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.
ნაჭრის ხელსახოცი.
ბინტი ან ფართო პლასტირი.
აურიეთ ერთმანეთში თაფლი ფქვილი და ქოქოსის ზეთი, ეს უკანასკნელი შეათბეთ, ოღონდ ძალიან არ გააცხელოთ, რომ კანი არ დაგეწვათ. უნდა მიიღოთ პასტის კონსისტენციის მასა. მიღებული მასა წაუსვით ნაჭრის ხელსახოცს და დაიფინეთ გულმკერდის შუა მონაკვეთზე (არავითარ შემთხვევაში არ დაიფინოთ გულზე), დაიმაგრეთ ბინტით ან ფართო პლასტირით. შეგიძლიათ კომპრესი ყელზეც დაიდოთ.
გამოყენების წესი:
ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში კომპრესი გააჩერეთ 2-3 საათის განმავლობაში. გაუკეთეთ პატარას კომპრესი, ჩააცვით თბილი სვიტერი და თბილად დაახურეთ.
უფროსებმა შეიძლება კომპრესი მთელი ღამით დაიტოვონ.
შეგიძლიათ პროცედურა რამდენჯერმე გაიმეოროთ. კომპრესი ხსნის ყელის ტკივილსა და წვას, ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას.
სოფიო ბულაური