აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ტიპის სიმსივნეს, ეს წამლები 11 დღეში კურნავენ.
ამ პრეპარატით კლავენ კონკრეტულ ცილებს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების გამრავლებასა და განვითარებაზე მოქმედებს. ]
პროცედურაში განსაკუთრებულია ასევე ის ფაქტი, რომ ანთავისუფლებს ქიმიის აუცილებლობისა და ქირურგიული ჩარევისაგან. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს არ უხდება ისეთი არასასიამოვნო გვერდითი მოვლენების გა
კვლევაში 257-მა მკერდის სიმსივნით დაავადებულმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნახევარი კომბინირებულ პრეპარატებს იღებდა, დანარჩენი კი მაკონტროლებელი ჯგუფის სახით გამოდიოდა.
შედეგად, მათგან 11 % -ს, ვინც პრეპარატს იღებდა, 2 კვირის შემდეგ სიმსივნური უჯრედები მთლიანად გაუქრა, 17%-ს კი სიმსივნე მნიშნელოვნად დაუპატარავდა.
ქალებს მაკონტროლებელი ჯგუფიდან, რომლებიც მხოლოდ ჰერცეპტინს იღებდნენ, ონკოლოგიური მაჩვენებელი 0% და შესაბამისად 3% დაუფიქსირდა.
აშკარაა, რომ ამ წამლების კომბინაციაში მიღება, მკერდის სიმსივნესთან ბრძოლაში, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცალ-ცალკე.
პრობლემა იმაშია, რომ ჰერცეპტინის მიღება დასაშვებია მხოლოდ ქიმიოთერაპიის პარალელურად. თუმცა შესაძლოა სიტუაცია მალე შეიცვალოს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე საშინელ დაავადებასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია.
ლეა ხიმშიაშვილი
წყარო