30 ნოემბერი, 2016
ლეღვი და ზეითუნის ზეთი - გათავისუფლდით ბაქტერიებისგან და მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავი
უმრავლესობას აწუხებს კუჭში დაბუდებული ბაქტერიები, რაც სერიოზული დაავადებაა და შეიძლება სხვა დაავადებების პროვოცირებაც გამოიწვიოს. მათი მოშორება საკმაოდ რთულია, თუმცა არსებობს ეფექტური საშუალება, რომელსაც ამ პრობლემის მოგვარებაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.

ამისთვის სულ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ - ლეღვი და ზეითუნის ზეთი.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ლეღვი ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის გაუვალობის, ასთმის, მაღალი ქოლესტერინის, ანემიის, ბრონქიტის, ჰემოროის, კუჭთან დაკავშირებული პრობლემებისა და უნაყოფობისაც კი.

ლეღვში უხვადაა კალციუმი. ამდენად, ის საუკეთესო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც რძის პროდუქტებზე
ალერგია აქვს. ასევე, ლეღვი აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, რადგან მდიდარია საკვები ბოჭკოებით და ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.
გარდა ამისა, ლეღვი მდიდარია კალიუმით, ომეგა 3-ითა და ომეგა 6-ით, რომლებიც არეგულირებენ არტერიულ წნევას და ამცირებენ კორონარულ გულის შეტევების რისკს.

ინგრედიენტები:
40 ცალი უმაღლესი ხარისხის ლეღვის ჩირი.
ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:
ლეღვის ჩირი ჩააწყვეთ ქილაში და დაასხით იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ დაიფაროს. გააჩერეთ 40 დღის განმავლობაში - ამ პერიოდში ლეღვი მაქსიმალურად შეიწოვს ზეითუნის ზეთს.

გამოყენების წესი:
მიირთვით თითო ლეღვის ჩირი ყოველი ჭამის წინ, ძალიან მოკლე ხანში მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

სოფიო ბულაური 
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS