18 ოქტომბერი, 2013
დედა საკუთარ ძმას მიმალავს
ვხედავ, რომ თავადაც იტანჯებიან, მაგრამ ვფიქრობ, სიმართლის ცოდნის უფლება მაქვს ალბათ ექვსი წლის ვიყავი, როდესაც შემთხვევით გავიგე, რომ ტყუპისცალი ძმა მყავდა, ოღონდ დედამ მითხრა, რომ დაბადებისთანავე დაიღუპა. მაშინ ვერც გავაცნობიერე, რა იყო სიკვდილი. მეგონა, სადღაც იყო წასული და მალე დაბრუნდებოდა.

ჩემ გარშემო ყველას და ან ძმა ჰყავდა და ამის გამო ძალიან ვიტანჯებოდი. მინდოდა, სახლშიც მყოლოდა ვინმე ჩემი ასაკის, რომელიც სკოლიდან დაბრუნებულს მეთამაშებოდა. გავიდა წლები და გარდაცვლილი ძმა სულ რამდენიმეჯერ გამახსენდა.

13 წლის გოგონას ერთ დღეს დედაზე
გაბრაზებულმა ნათესავმა მითხრა, რომ ჩემი ტყუპისცალი ძმა მშობლებმა სამშობიაროდან გაყიდეს და ამაში საკმაოდ დიდი ფულიც აიღეს. ამ საშინელების დაჯერება ერთი წამითაც არ მიცდია, მაგრამ ვერ მოვითმინე და დეიდაშვილს გავანდე.

პირველად ეჭვი იმიტომ შემეპარა, რომ ამ თემაზე რეაქცია არ ჰქონია. თითქოს მეათასედ ესმოდა ეს ამბავი. შემდეგ კი სხვა თემაზე გადამიტანა საუბარი და მითხრა, ასეთ სისულელეებზე არ მეფიქრა.

ერთი კვირა ვთხოვდი ეთქვა, რა იცოდა ამ ამბის შესახებ და ბოლოს გამომიტყდა, რომ ეს ამბავი ერთხელ ბებიასგან მოისმინა, რომელიც დედამისს ლანძღავდა, რომ შვილის გამყიდველი და ჰყავდა.

ერთი კვირა ვითმენდი, ისე, რომ მშობლებისთვის არაფერი მითქვამს. ერთ საღამოს ყელში ამომივიდა და ორივეს მივახალე. შოკში ჩაცვივდნენ და თავის მართლება დაიწყეს. მითხრეს, რომ ეს ჭორი ერთმა ბოროტმა მეზობელმა გაუვრცელა.

ამ ამბის შემდეგ ორი წელი გავიდა. არ ვიცი, საკუთარ თავს ვაჯერებ თუ მართლა ვგრძნობ, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და სადღაც ახლოს ცხოვრობს. საკუთარ თავში ჩავიკეტე და დედას იშვიათად ველაპარაკები. ვხედავ, რომ თავადაც იტანჯებიან, მაგრამ ვფიქრობ, სიმართლის ცოდნის უფლება მაქვს. დედაჩემი კი ცარიელი სიტყვების გარდა ვერაფერს მეუბნება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნანა
ვაიმე რა მნიშვნელობა აქვს ბიჭია თუ გოგო. შვილი შვილია.ორივე გოგო ან ორივე ტყპებზე ვამბობ რომ ყოფილიყო, არჩევანი ექნებოდატ? ეტყობა ამ გარეწარ, შვილის გამშვილებელ მშობლებს,ბიჭში მეტი ფული შესტავაზეს. ფუფ.
12:20 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სრული აბსურდია,ბიჭს გააშვილებდა მამაშენი და გოგოს დაიტოვებდა?! :დ
16:49 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რამდენი ბოროტი ადამიანი დადის და რამდენ ცოდვას იდებს ხალხი.
17:07 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იანა
ქართული ოჯახი ბიჭს არ გააშვილებს არაფრის ფასად :) დამიჯერე. ასე რომ ....... დაწყნარდი და სისულელეებზე ფიქრს შეეშვი. ეგებ მართლა მოგიკვდა ძმა და ყოველ მის ხსენებაზე მშობლებს იარას რო უხსნი ვერ ხვდები?
13:42 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS