15 წლის რომ გახდა, ვატყობდი, რომ ცოტა აუშვა. შინ გვიან ბრუნდებოდა, რამდენჯერმე უცხო ბიჭის მანქანაშიც დავინახე, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. მერიდებოდა, მისი არც დედა ვიყავი და არც და.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ერთ საღამოს ლიკას
ძალიან კარგად ვიცი, ვის ეძახიან ახლა ბოიფრენდებს და ამიტომ წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი მული ცუდ გზას ადგეს, მაგრამ იმაზე საშინელება რა უნდა მოხდეს, რაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალით ვნახე.
სამსახურიდან ადრე მომიწია დაბრუნებამ და დავინახე ლიკას დივანზე ჩასძინებოდა. სასწრაფოდ საძინებლიდან პლედი გამოვიტანე, რომ არ გაციებულიყო. უცებ ვხედავ, მაიკის ბრეტელი ჩამოსწევია და მკერდთან რაღაც უცნაური ნახატი უჩანს.
ფრთხილად ჩამოვუწიე, კარგად დავაკვირდი და ხელში მამაკაცის სასქესო ორგანო შემრჩა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოუვიდა თავში აზრად ამ სისულელის გაკეთება, ან რატომ იკეთებენ თანამედროვე გოგონები ასეთ ტატუს.
არაფერი მითქვამს და მას შემდეგ ზედ აღარ ვუყურებ. თავიდან ცოტა გაოცებული იყო ამ ფაქტით და არ ვიცი, რას ფიქრობს, ახლა თვითონაც არ იკლავს თავს ჩემთან კონტაქტით.
ჟურნალი ''რეიტინგი''