10 ოქტომბერი, 2013
დედა ქალიშვილობის აღდგენას მთხოვს
მითხრა, ვინმემ რომ გაიგოს რა გადამხდა თავს, საყვარლობის გარდა არაფერს მაღირსებს 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უტვინობით მეზობლის ბიჭისგან დავფეხმძიმდი. მისი მშობლები შოკში ჩავარდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ფეხმძიმე გოგოს რძლად სახლში არ შეიყვანდნენ.

მართლა არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა აბორტი ძალით გამაკეთებინა. ბინა გავყიდეთ და თბილისის სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად. მამა მეუბნებოდა, რომ შვილი გამეჩინა, მაგრამ დედის წინააღმდეგ ვერ წავიდა და ასე გავუბედურდი 15 წლის ასაკში.

ჩემს შეყვარებულს სულაც არ მოუკლავს თავი, პირიქით, მითხრა, მივხვდი, რომ
შეცდომა დავუშვით და ამიერიდან ორივემ ჩვენს თავს მივხედოთო. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული და დიდი ხანი დამჭირდა, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო.

გასულ წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე და ახლა მეორე კურსის სტუდენტი ვარ. დედა მეუბნება, რომ ჩემი გათხოვების დრო მოვიდა და აუცილებლად უნდა აღვიდგინო ქალიშვილობა და ისე გავთხოვდე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ეს რომ მითხრა, თავზარი დამეცა, იმ ღამეს არ მეძინა. მართალია, იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ვინმემ ძალით წამიყვანოს ექიმთან, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა დედაჩემს, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვროს.

ვუთხარი, ვისაც შევუყვარდები, იმას ყველანაირი ვენდომები-მეთქი. მითხრა, ვინმემ რომ გაიგოს რა გადამხდა თავს, საყვარლობის გარდა არაფერს მაღირსებს. ისიც კი მითხრა, განათხოვარი მაინც იყო, უკეთესად გაგათხოვებდიო.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
სოფიო
ამ გოგოს დედას!და მისნაირ ,,პატიოსან"ოჯახის ქალებს !ვაი თქვენ პატრონს!!!შვილიშვილს რომ მოსაკლავად იმეტებ და ცხოვრობს მერე ცხვირაწეული ,,კაი ოჯახი პატრონის იმიჯით.....თფუი!
20:52 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ქალი: შენმა ქმარმა კი იცოდა ქალიშვილი რომ არ იყავი, მაგრამ იც თუ იცოდა სანამ მას გაყვებოდი ცოლათ რამდენს ყავდი ნახმარი?
19:19 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქალი
კარგით რაააა,რა სისულელეებს იგონებენ ღმერთო,გაკერვა და გამოკერვა არა ის კიდე,მე გავთხოვდი ისე რომ ჩემმა ქმარმა იცოდა რომ არ ვიყავი ქალიშVილი და უზომოდ ბენიერები ვართ და ჩემმა დაქალმა გაიკერა და უბედურია ძალიან ტყუილში ცხოვრობს ნუ იგონებთ რაღაცეებს რაა, დედაშენი ვერ ყოფილა უკაცრავად რაა....
17:26 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
მორიგი იდიოტობა,ნეტა ვის მოსდის ესეტი აზრები?
17:26 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
სანამ ეს მარაზმი აზროვნება იარსებებს ქართველებში, მანამდე არაფერი გვეშველება!!
16:31 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS