10 ოქტომბერი, 2013
დედა ქალიშვილობის აღდგენას მთხოვს
მითხრა, ვინმემ რომ გაიგოს რა გადამხდა თავს, საყვარლობის გარდა არაფერს მაღირსებს 15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უტვინობით მეზობლის ბიჭისგან დავფეხმძიმდი. მისი მშობლები შოკში ჩავარდნენ და გამოგვიცხადეს, რომ ფეხმძიმე გოგოს რძლად სახლში არ შეიყვანდნენ.

მართლა არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა აბორტი ძალით გამაკეთებინა. ბინა გავყიდეთ და თბილისის სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად. მამა მეუბნებოდა, რომ შვილი გამეჩინა, მაგრამ დედის წინააღმდეგ ვერ წავიდა და ასე გავუბედურდი 15 წლის ასაკში.

ჩემს შეყვარებულს სულაც არ მოუკლავს თავი, პირიქით, მითხრა, მივხვდი, რომ
შეცდომა დავუშვით და ამიერიდან ორივემ ჩვენს თავს მივხედოთო. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული და დიდი ხანი დამჭირდა, რომ ცხოვრება თავიდან დამეწყო.

გასულ წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე და ახლა მეორე კურსის სტუდენტი ვარ. დედა მეუბნება, რომ ჩემი გათხოვების დრო მოვიდა და აუცილებლად უნდა აღვიდგინო ქალიშვილობა და ისე გავთხოვდე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ეს რომ მითხრა, თავზარი დამეცა, იმ ღამეს არ მეძინა. მართალია, იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ვინმემ ძალით წამიყვანოს ექიმთან, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა დედაჩემს, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში მაცხოვროს.

ვუთხარი, ვისაც შევუყვარდები, იმას ყველანაირი ვენდომები-მეთქი. მითხრა, ვინმემ რომ გაიგოს რა გადამხდა თავს, საყვარლობის გარდა არაფერს მაღირსებს. ისიც კი მითხრა, განათხოვარი მაინც იყო, უკეთესად გაგათხოვებდიო.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნიკა
მეც ვფიქრობ რომ წარსულში გაუკუღმართებული სექსით დაკავებულ გოგოს არა ქალიშვილი ჯობია. ამ გოგონამ ალბათ უნდა უთხრას თავის შეყვარებულს თავისი ისტორია რეალურად და უნდა დააჯეროს მისი სანდოობა. მაგრამ აი ამ დროს იქმნება მეორე პრობლემა - მერე იმ კაცს ვინც იქნება ასეთი გოგონას ქმარი გაუჩნდება ეჭვი რომ ეს თუ იყო მხოლოდ ერთხელ რა დარწმუნებულიო ვარ რომა რ იყო მეორეჯერ ან მეათეჯერ??? რეალურად ამ სიტუაციაში კაცი იწედება და ქალსაც უნდა თუ არა იძულებულია რომ მოიტყუოს. ტყუილს თავისი უკუ შედეგები აქვს. შეცდომისგან არავინ ვართ დაცულები და არ ვაკრიტიკებ მე ამ ადამიანს, არც მის მშობელს. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება თუ ორივე დედა შვილი მივა მამაოსთან და ცოდვას მოინანიებენ. მათ პატარა გაიმეტეს სიკვდილისთვის და ეს უდიდესი ცოდვააა.
17:23 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შერხანი
ისტორიულად ლიბერალები სიტყვიერად ექომაგებიან ბავშვებს მაგრამ ყველა პოლიტიკა რომელსაც ისინი უჭერენ მხარს საზიანოა ბავშვებისთვის. ბავშვებზე ძალადობა ლიბერალების მხრიდან სტატია ამერიკელ მოაზროვნეში. http://www.americanthinker.com/2013/10/liberal_child_abuse.html
17:02 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შოთ- ს
რას გეტყვი იცი ჩემო კარგო ? როდესაც სტატიას კითხულობ და დისკუსიაში ეფლობი ცოტა აზრი და ტვინი ჩააყოლე. ეს შეურაცხყოფად არ მიიღო რადგან ეს ჩემი რჩევაა მე პირადად ამ გოგონას არც შევხებივარ მაგრამ რეალურად რაც არის დღესდღეობით იმას გავუსვი ხაზი ... თუ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგე ვერ აღიქვი და ვერ გადახარშე უბრალოდ გეტყვი, რომ გაკერილ გამოკერილს ანალურ და ორალურ სექსით ჯინ მოკლულებს ისევ არა ქალიშვილი სჯობია ეს ჩემი ობიექტური აზრია!
12:37 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იაკუძას ახლობელი
მოკლედ, რა მიდნოდა მეთქვა. ეგეთ გოგოსთან უფრო გექნება კარგი ურთიერთობა ვიდრე "ფეშენ" ქალიშვილთან, და ვაბშე რა ქალიშვილობა , ხალხი კოსმოსში მიფრინავს (
12:23 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
თუ კაცს ყყვარხარ მისთვის შენ წარსულს არ ექნება მნიშვნელობა და გენდობა მეძავიც რომ ყოფილიყავი ადრე ,ასეა ,ამიტომ თე დაინტერესდება შენი წარსულით არ უნდა დაუმალო,,ოღონდ ამ შემთხვევაში კაცმაც უნდა მოყვეს თავისი წარსულის თავგადასავალი....
11:55 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ნეტა რად გინდა ქალიშვილობის აღდგენა, მართლა ვისაც შეუყვარდები იმას ყველანაირი მოეწონები ქალიშვილიც და ერთხელ "მიქარულიც" კაი რა, ბოლო ბოლო რომელ საუკუნეში ვცხობრობთ? მე არ ვამბობ რომ გოგონა ასი კაცის გადავლილი უნდა იყოს მაგრამ ეს ადამიანი ხვდება რომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა და ნანობს. არაა აუცილებელი წნეხის ქვეშ მოაქციოს ოჯახმა და ისეთი შეუგნებელი რაღაც გააკეთებინოს, როგორიც ქალიშვილობის აპკის გაკერვაა.
07:13 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შერხანი
მთავრობის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად ამერიკაში ყოველ მეოთხე თინეიჯერ გოგონას სქესობრივად გადამდები დაავადება აქვს. http://www.nbcnews.com/id/23574940/ns/health-childrens_health/t/teen-girls-has-sexually-transmitted-disease/
04:27 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შერხანი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად გამოკვლეული 25 წლამდე ასაკის ფრანგი ქალების თითქმის 45 პროცენტს სექსუალურად გადამდები ვირუსი HPV აქვს. ციტატა: Yet according to the World Health Organization, nearly 45 percent of French women tested under 25 years of age had sexually transmitted human papillomavirus (HPV). http://www.thenewamerican.com/culture/faith-and-morals/item/14104-philadelphia-high-schools-provide-free-condoms-for-students
04:26 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შოთ -s
cota chkuas mouxme da piri gamoirecxe, rodesac cer gaker gamokerilze mat erti saxlei hkvia da eg kalishviloba ki ara B..A! gaige? am gogos rac sheexeba , man shecdoma daushva , dedmaisi ki martla ver aris!tumca simartles eubneba chveni tvinagrdznobi bichebis umetesoba, romeltac erti colis rchenis tavic ar akvt, asets mainc mushtris tvalit shexedaven da sayvarlobis mets arc arapers shestavazeben!tan isic ar daavicydeba miadzaxo rom ,,BOZIA"!
02:56 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შოთ
აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა... გაკერილ გამოკერილი მკერდ დაკოცნილი თუ ანალ და ორალ სექსით დაკავებულები რჩებათ ბოლოს ხელში . ამ დროს გოგონა საშინელი წნეხის ქვეშ ხვდება რამაც ძალიან მარტივად შეიძლება გამოიწვიოს ნერვოზი ფსიქოპათია და კიდევ მრავალი დაავადება. ტყუილით კი ვერაფერს სახეიროს ვერ მიაღწევ. სამწუხაროდ კი რეალობა სულ სხვანაირია ძალიან ბევრი ასეთი ვაი ქალიშვილი გვხვდება ქართულ რეალობაში!!!
21:45 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS